თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
27-09-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N2 საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო.

სკოლის პედაგოგებს, ლევან სურმანიძეს, ინგა მამულაძეს და ნონა ფუტკარაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

მასწავლებლებს პეგაგოგიური კოლექტივი ამ წარმატებას ულოცავს და ცხოვრების გზაზე დიდ წინსვლას უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები ოთხ კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203