სენაკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ
27-09-2019
სენაკის N3 საჯარო სკოლის VIIIა კლასის მოსწავლეები ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა მუზეუმში განთავსებული ექსპონატები დაათვალიერეს და გიდის ლექცია მოისმინეს.
მუზეუმის ნახვითა და ჟიული შარტავას ცხოვრების უფრო კარგად გაცნობით თითოეული მოსწავლე აღფრთოვანებული დარჩა.
2004 წელს, საქართველოს ეროვნული გმირის, გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, ჟიული შარტავას დაბადების მე-60 წლისთავზე სენაკში მისივე სახელობის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში გამოფენილია ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და მემორიალური მასალები.