ბარდნალის საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა ახალ სასწავლო წელს პირველი გამარჯვება იზეიმა
27-09-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა, ახალ 2019 - 2020 სასწავლო წელს, პირველი გამარჯვება იზეიმა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ეს გამარჯვება გუნდისა და მათი პედაგოგის დამსახურებაა.

მუნიციპალური ტურნირი ფრენბურთში ევროპის სპორტის კვირეულს ეძღვნებოდა. ბარდნალის სკოლის გამარჯვებული გუნდი ევროპის სპორტის კვირეულის სიმბოლიკიანი მაისურებით, დიპლომებითა და ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა, რისთვისაც სკოლა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობას მადლობას უხდის.

სკოლის დირექცია გუნდის თითოეულ წევრსა და სპორტის მასწავლებელ ალუდა ხაბულიანს ულოცავს ამ გამარჯვებას და კვლავ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203