ლასურიაშის საჯარო სკოლაში სპორტული მოედანი გაიხსნა
27-09-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლასურიაშის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლეებითა და მხიარული განწყობით დაიწყო.
სკოლაში ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა.
ამ საინტერესო სიახლით, სკოლაში პირველი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, სიმღერა, ცეკვა. სკოლის დირექტორმა მარინა ბრეგვაძემ მასწავლებლებს და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.