კერძო სკოლა „მილენიუმში“ ბუნებისმეტყველების კლუბი „ალქიმია“ მუშაობას განაგრძობს
27-09-2019
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ ბუნებისმეტყველების კლუბი „ალქიმია“ მუშაობას განაგრძობს.

როგორც სკოლის განცხადებაშია ნათქვამი, კლუბი 1-ელი ოქტომბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებს.

კლუბი  „ალქიმია“  საბუნებისმეტყველო საგნების მოყვარულთა ინიციატივით შეიქმნა. მას ქიმიის პედაგოგი ლანა ჯანელიძე ხელმძღვანელობს.

კლუბის მიზანი ცდების საფუძველზე მოსწავლეების საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესის გაღრმავებაა. ისინი დამოუკიდებლად ექსპერიმენტებს ჩაატარებენ, რაზეც პასუხისმგებლობას პედაგოგი ლანა ჯანელიძე იღებს. მოსწავლეები თეორიულ ცოდნას გაიღრმავებენ და ცდების შედეგებს პრაქტიკაში იხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქიმიას.

კლუბის წევრთა შეხვედრები ყოველ სამშაბათს 15:00-16:00 სთ-ზე შედგება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203