გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ადამიანის უფლებები“ პრეზენტაცია გამართეს
27-09-2019
გარდაბნის N3 საჯარო სკოლა საინტერესო საგაკვეთილო აქტივობებით ყოველთვის გამოირჩევა.
სკოლის მე-9ბ კლასში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა თემაზე - „ადამიანის უფლებები“ პრეზენტაცია წარმოადგინეს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაკვეთილზე შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი, ნურლანა ახმედოვა იყო მიწვეული, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას თავისი გამოცდილება გაუზიარა და მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხა.