წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო მწერალ მარიამ წიკლაურს შეხვდნენ
27-09-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო მწერალ მარიამ წიკლაურს შეხვდნენ.
V კლასის მოსწავლეები მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, მასწავლებელ მაკა მენთეშაშვილთან ერთად, მარიამ წიკლაურის პოეზიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა მწერლის წინაშე მისი ლექსები წაიკითხეს და ლექსებზე შექმნილი ნახატები წარმოადგინეს.
სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს Vკლასის ხელმძღვანელს, მაკა მენთეშაშვილს, მის მოსწავლეებს და მათ წარმატებებს უსურვებს!