ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მარნეულის ბიბლიოთეკაში საბავშვო მწერალს შეხვდნენ
26-09-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად დაიწყო.
სკოლის მოსწავლეები - მილენა სუკასიანი, ანგელინა ავეტისიანი და მარია ლავრენტიევა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში საბავშვო მწერალ მარიამ წიკლაურს შეხვდნენ.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მარიამ წიკლაურთან შეხვედრამდე მოსწავლეები მწერლის შემოქმედებას გაეცნენ, მისი ლექსები ისწავლეს და ილუსტრირებული ხელნაკეთი წიგნები შექმნეს.
მოსწავლეებს მწერალი წიგნების მნიშნელობაზე ესაუბრა და ლექსები წაუკითხა.
აქტივობას ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.
„ოფრეთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას, ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს