ახალციხის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის წრემ - „ვისაუბროთ გამართულად“ მუშაობა დაიწყო.
წრეს მასწავლებელი დიანა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს. სამიზნე ჯგუფი ქართული სექტორის დაწყებითი კლასის მოსწავლეები (I, II, III, IV, V) არიან.
როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მეტყველების განვითარებას. წრის საქმიანობა მოსწავლეებისთვის იქნება შემეცნებითი, სახალისო და საინტერესო აქტივობებზე დაფუძნებული.
მოსწავლეები პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით დაეუფლებიან სწორად მეტყველებას, ბგერების სწორად გამოთქმას და სამეტყველო აპარატის მართვას.
გთავაზობთ წრის გეგმას