ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისთვის“ მზადება დაწყებულია. სკოლაში მოსწავლეთა მეტად ინფორმირების მიზნით საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ და მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტის
Izrune.ge-ს პოსტერები გაიკრა.
საინფორმაციო პოსტერები სკოლამ თვალსაჩინო ადგილზე განათავსა. „ეტალონის“ პირველი ტურის ჩატარებაზე სკოლის პასუხისმგებელ პირად ი.ს.ტ.-ის მასწავლებელი სავლე ზუზაძე გამოიყო.
პირველი ტური სკოლაში 2019 წლის 8 ოქტომბერს სკოლის კომპიუტერულ კაბინეტში ჩატარდება. პირველი ტურისათვის 26 მოსწავლე დარეგისტრირდა.