ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხორენიის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლის დირექციამ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს 2019-2020 სასწავლო წელი მიულოცა. განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებიც თავიანთ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს დგამენ.
დირექტორმა აღსაზრდელებს საზეიმოდ გადასცა გაუმჯობესებული ნეოუთბუქები და აღნიშნა, რომ განათლება როგორც პირადი წინსვლის, ისე ქვეყნის სიძლიერის და ერთობის საფუძველია.
იხილეთ ფოტოები