ჩხორიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით „ცოდნის ზეიმი“ გაიმართა
25-09-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში „ცოდნის ზეიმი“ გაიმართა.
სკოლის დირექტორმა ეზოში შეკრებილ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სიტყვით მიმართა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.
ზეიმზე სიტყვით გამოვიდნენ და შეკრებილ საზოგადოებას თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა - გიორგი სოსელიამ და შუშანიკ ზუმაძემ.
გიორგიმ ბრიტანეთის საზაფხულო ბანაკში გატარებულ დღეებზე ისაუბრა, შუშანიკ ზუმაძემ კი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე ინგლისური ენის საზაფხულო ბანაკში მიღებულ გამოცდილებებზე და მოსწავლეებს აქტიურობისაკენ მოუწოდა.
ღონისძიებაზე სიგელებით დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეები. ზეიმში აქტიურად ჩაებნენ პირველკლასელები, წაიკითხეს ლექსები. მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ბუკები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს