თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო
25-09-2019
თბილისის N103 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სასიამოვნოდ დაიწყო.
სწავლის დაწყება პირველკლასელებს პედაგოგმა ლალი თეთრაძემ მიულოცა.
მასწავლებელმა პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. პედაგოგმა მოსწავლეებს ლამაზად მორთული საკლასო ოთახი და სიმბოლური საჩუქრები დაახვედრა.
„ლალი თეთრაძემ თავის პირველკლასელებს მიულოცა სწავლის დაწყება და პირველი ნაბიჯები ახალ, საინტერესო და მადლიან სამყაროში, სადაც მრავალი სიახლე და წარმატება ელით. კურთხეულ ყოფილიყოს მათი სვლა ამ გზაზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.