ინგირის N2 საჯარო სკოლა სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებულ სასწავლო კორპუსში შეხვდა
25-09-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ინგირის N2 საჯარო სკოლა 2019-2020 სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებულ სასწავლო კორპუსში შეხვდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა. სკოლის დირექტორმა პედაგოგებს და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
ღონისძიებაზე სიგელებით დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეები. განსაკუთრებით კი პირველკლასელებმა გაიხარეს, რომლებმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად განახლებული კომპიუტერები და „დედა ენა“ მიიღეს. უფროსკლასელებმა კი სკოლის ეზოში ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
სკოლის ადმინისტაციის წევრები და პედაგოგები მოსწავლეებს სწავლის დაწყებას ულოცავენ.
„ინგირის N2 საჯარო სკოლის ადმინისტაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მოსწავლეებს და განსაკუთრებით პირელკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. უსურვებს წარმატებებს და ნაყოფიერ სასწავლო წელს. იმედია ეს წელი და „ახალი სკოლის მოდელი“ თითოეული ჩვენთაგანისთვის წარმატებების მომტანი იქნება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს