აჭყვისთავის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას განახლებული სპორტული დარბაზით შეხვდა
25-09-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თაოსნობით, სკოლა სასწავლო წლის დაწყებას განახლებული სპორტდარბაზითა და სპორტის კაბინეტით შეხვდა.
შენობას გაუკეთდა პანდუსი, მოწესრიგდა სველი წერტილებიც.