მარელისის საჯარო სკოლაში მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
25-09-2019
ხარაგაულის რაიონის მარელისის საჯარო სკოლაში მშვიდობის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც პრეზენტაციებითა და აქტივობებით კმაყოფილები დარჩნენ.
„ჩვენი თვალით დანახული მშვიდობა, კრეატივი, შემოქმედებითობა, პრეზენტაციები, ყველას ერთად, ჰარმონია, აქტიური მოსწავლეები და მასწავლებლები. საოცარი დღე იყო“, - ასე აფასებს სკოლის წარმომადგენელი მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
მარელისის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მომავალში წარმატებებს უსურვებს.
21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მეირ 1981 წელს დაარსდა. დღესასწაულის დაარსების მიზანი მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერებაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს