იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი გრანდიოზული ღონისძიებით დაიწყო
25-09-2019
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი გრანდიოზული ზეიმით დაიწყო. 

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა.

სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა მიულოცა და სკოლის შინაგანაწესი გააცნო.
 
ზეიმზე სკოლის წარჩინებული მოსწავლეები სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო, პირველი კლასის მოსწავლეებს ტრადიციულად გადაეცათ კომპიუტერები.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს, იმღერეს, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და სწავლის დაწყების პირველი დღე მხიარული განწყობით გაატარეს. 

ზეიმის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ სასწავლო პროცესს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203