ბარდნალის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
25-09-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
სკოლის აღსაზრდელები ტესტირებაში ინტერესით ჩაერთნენ. სკოლა ყველა მოსწავლეს წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს