ლიხეთის საჯარო სკოლა ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიებით აღიჭურვა
24-09-2019
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ლიხეთის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სასიამოვნო სიახლეებით ხვდება.
სკოლა საქველმოქმედო ფონდის Fair trees foundation-ის დაფინანსებით ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიებით აღიჭურვა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და ბავშვებში მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ლაბორატორიით სარგებლობა მეზობელი სოფლის სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
ლაბორატორიის გახსნას დაესწრნენ გერმანიიდან და დანიიდან მოწვეული მასწავლებლები, რომლებმაც ბავშვებთან და პედაგოგებთან ერთად რამდენიმე საჩვენებელი ცდა ჩაატარეს.
„ლიხეთის საჯარო სკოლის სახელით მადლობას ვუხდით Fair trees foundation-ის დამფუძნებლებს, მარიანა ბოლსს, ჟანა ბაბუნაშვილს, ირაკლი დვალს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე გაახარა ჩვენი სკოლის მოსწავლეები“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს