„სიამაყით ვიტყვი, რომ თქვენნაირი მასწავლებელი, ძლიერი, ადამიანური, მეგობრული არსად შემხვედრია“ - თბილისის N172 სკოლა პენსიონერ პედაგოგს დაემშვიდობა
24-09-2019

თბილისის  N172 საჯარო სკოლიდან პენსიონერი პედაგოგი ნანა ყანჩაშვილი ღონისძიებით გააცილეს.

პედაგოგს სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა:

მოსწავლის წერილს ETALONI.GE უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს მეთორმეტე კლასის პირველი დღეა, სკოლის ბოლო წლის დასაწყისი. როცა ამას ვიაზრებ, გულში ყოველთვის სევდა იბუდებს, ზოგჯერ ცრემლიც თან ახლავს. სევდა კი თქვენმა წასვლამ უფრო გააძლიერა...მახსოვს, როცა გავიგე ეს ამბავი, უარვყავი, გავბრაზდი ნუ ამბობთ-მეთქი. არ მინდოდა რეალობასთან თვალის გასწორება.

იმ საღამოს ვერ დავიძინე, ფიქრმა და ნოსტალგიამ გამიტაცა. გავიხსენე  მეხუთე კლასში როგორ დაიჭირეთ ჩემი ხელები და დამარიგეთ, რომ უნდა მესწავლა, რომ თუ რაიმე პრობლემა მქონდა, აუცილებლად დამეხმარებოდით. ამ ამბის გახსენებაზე ხელებზე დავიხედე, მოგონება უფრო გამიმძაფრდა და ცრემლებიც გადმომცვივდა. ხელები მოვმუჭე და უცბად ამომიტივტივდა თქვენი ახსნილი გაკვეთილები, გიყურებდით, გისმენდით და თითქოს ვგრძნობდი თითოეული ნაწარმოების გმირის ტკივილსა და სიხარულს.

ფიქრები არ წყდება, ერთმანეთში ირევიან თქვენთან ერთად გატარებული წამები...ყოველთვის და ყველგან ვამბობ, რომ მასწავლებლის როლის შეთავსება ძალიან ძნელია, მაგრამ დღეს მთელი სიამაყით ვიტყვი, რომ თქვენნაირი მასწავლებელი, ძლიერი, ადამიანური, მეგობრული არსად შემხვედრია და ვერასდროს შევხვდები...მიყვარხართ და მენატრებით“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203