არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ გამართულ მსვლელობას შეუერთდნენ
24-09-2019
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამართულ მსვლელობა-პერფორმანსში მონაწილეობდნენ.
მშვიდობიან მსვლელობაში „მარში კლიმატისთვის“ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები იყვნენ ჩართული. მსვლელობის ფარგლებში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 1000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მათი მიზანი მსოფლიო ლიდერებისადმი კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდება იყო.
„პლანეტა ყველასთვის ერთია და მას დღეს შველა სჭირდება“, - აცხადებდნენ მსვლელობის მონაწილეები.
მსვლელობის ბოლოს მონაწილეებმა ცენტრალურ მოედანზე, კოლხური შადრევნის ირგვლივ, სიმბოლურად მზე გამოსახეს.
„მარში კლიმატისთვის“ ორგანიზატორია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) და 350.org საქართველო.
მსვლელობა-პერფორმანსით ქუთაისი მსოფლიო მშვიდობიან კამპანიას „GLOBAL STRIKE“ შეუერთდა. აღნიშნული კამპანია დღეს მსოფლიოს მასშტაბით 150 ქვეყანაში და 1000-ზე მეტ ქალაქში იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს