დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში პირველი ზარი პირველკლასელებმა დარეკეს
24-09-2019
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სადღესასწაულოდ დაიწყო.
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პირველი ზარი პირველმა მერცხლებმა დარეკეს.
პირველკლასელებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კოლეგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა ნათია გოშთელიანმა მიულოცა. დირექტორმა მოსწავლეებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
სიტყვით გამოვიდა პირველი კლასის დამრიგებელი დოდო ჯაფარიძეც. პედაგოგმა მოსწავლეებს წარმატებული წელი უსურვა.