თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში უფასო სპორტული წრეები გაიხსნა
24-09-2019
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ახლადგარემონტებულ დარბაზში, დავით ფანჩულიძის ხელმძღვანელობით, უფასო სპორტული წრეები დაიწყებს ფუნქციონირებას.

წრეები იქნება შემდეგ სახეობებში:

  • ფეხბურთი
 „ნორჩი ფეხბურთელების წრე“ - V-VI კლასის მოსწავლეებისათვის. მეცადინეობები გაიმართება კვირაში ერთხელ, 15:00 სთ-დან -16:00 სთ-მდე.

  • კალათბურთი
„ნორჩ კალათბურთელთა წრე“ - VII და VIII კლასის მოსწავლეებისათვის. მეცადინეობები გაიმართება კვირაში ერთხელ, 14:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე.

  • ფრენბურთი
„ნორჩ ფრენბურთელთა წრე“ - VIII - IX კლასის მოსწავლეებისათვის. კვირაში ერთხელ, 15:00 სთ-დან - 16:00 სთ-მდე.

  • მაგიდის ჩოგბურთი
„მაგიდის ჩოგბურთის წრე“ - X -XI კლასის მოსწავლეებისათვის. კვირაში ერთხელ, 14:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე.

მსურველებმა წრეებში ჩასაწერად სკოლის დირექტორს უნდა მიმართონ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203