ბათუმის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი პროფესიული განვითარების საზაფხულო ბანაკში მონაწილეობდა
24-09-2019
ბათუმის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, ნინო მაისურაძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 2- კვირიან საზაფხულო ბანაკში მონაწილეობდა.
საზაფხულო ბანაკი ერევანში ჩატარდა. ნინო მაისურაძემ 50 საათიანი მასწავლებელთა გადამზადების კურსი „სამოქალაქო განათლება ინგლისური ენით“ გაიარა.
საზაფხულო ბანაკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და „PH International“ -ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგებს საჩუქრად ბეჭდური რესურსი გადაეცათ.