ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშუალო საფეხური წარმატებით დაამთავრეს
24-09-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა აქტიურობით ყოველთვის გამოირჩევა და მას სკოლის მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა არასოდეს ავიწყდება.

სკოლაში „ბოლო ზართან“ დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები პედაგოგებსა და თანატოლებს ლამაზი ღონისძიებით დაემშვიდობნენ.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა სახალისო და გასართობი წარმოდგენებით 12 წლის განმავლობაში გავლილი გზა, სკოლაში პირველი ნაბიჯები  და პირველი მასწავლებელი გაიხსენეს.

კურსდამთავრებულებმა მასწავლებლებსა და თანატოლებს მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

2018-2019 სასწავლო წელს ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის საშუალო საფეხური წარმატებით დაამთავრეს: დიანა ძირკვაძემ, თამაზ ძირკვაძემ და ბაჩანა საგინაძემ.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203