სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ნივთებით დასაჩუქრდნენ
24-09-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიქთარვის საჯარო სკოლის ორმოცამდე პირველკლასელმა და სოციალურად დაუცველმა მოსწავლემ შოთა აბულაძის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციისგან საჩუქრად ჩანთები და სასწავლო ნივთები მიიღო.
„პატარები გაბრწყინებული თვალებით ათვალიერებდნენ ჩანთაში მოთავსებულ ულამაზეს სასწავლო ნივთებს. საჩუქრების ჩვენამდე ტრანსპორტირებას ემიგრანტი დედების ფონდმა უხელმძღვანელა“, - ნათქვამია სიქთარვის საჯარო სკოლის განცხადებაში.
„Shota Charity“ შოთა აბულაძის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციაა საბერძნეთში, რომელიც ძირითადად ქართველების უფლებების დასაცავად მოქმედებს. „Shota Charity“ საქართველოში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჩანთებს გზავნის.
შოთა აბულაძის წინაპრები სოფელ სიქთარვაში ცხოვრობდნენ. აწ გარდაცვლილმა შოთა აბულაძემ სტუდენტობისას საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსი ქართულად თარგმნა, რომლის გამოცემასაც ვერ მოესწრო. მისმა ოჯახმა და მეგობრებმა აღნიშნული წიგნი გამოსცეს, რომელსაც სიქთარვის სკოლა საკუთარ ბიბლიოთეკაში გასაცნობად სიამოვნებით ელოდება.
„სიკეთე გადამდებია - ჩვენი ბავშვები პატარაობიდან სწავლობენ ასეთი აქტივობებით, რომ სხვების გახარება მათი პრიორიტეტი გახდეს. ,,ცოდნა შენი საუკეთესო იარაღია“-ასეთია აწ გარდაცვლილი შოთა აბულაძის სულის გზავნილი. სიქთარვის სკოლამ თავის მოსწავლეებს მიუთითა, რომ ეკლესიაში სანთლის დანთებისას ერთი სანთელი შოთას ხსოვნისა იყოს. იმდენი სიკეთე და კეთილი ადამიანია სიქთარვის საჯარო სკოლის ირგვლივ, მის მოსწავლეებს სხვა ალტერნატივა არასოდეს ექნებათ - ღირსეულნი, კეთილნი, გულისხმიერნი და წარმატებულნი იყვნენ!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სიქთარვის საჯარო სკოლა ფონდს პატარების გახარებისთვის მადლობას უხდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს