აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
24-09-2019
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
დაწყებით კლასებში კლას საათი ჩატარდა. მოსწავლეებმა მშვიდობის თემატიკაზე პოსტერები დაამზადეს და სკოლის ეზოში ფლეშმობი მოაწყვეს. მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც თავიანთი აქტივობებით კმაყოფილი დარჩნენ.
21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მეირ 1981 წელს დაარსდა. დღესასწაულის დაარსების მიზანი მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერებაა.