ღორეშის საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან იჩქიტიძემ სტატუსი აიმაღლა
23-09-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღორეშის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო.
ბიოლოგიის პედაგოგს, ქეთევან იჩქიტიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლა ქეთევან იჩხიტიძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.