ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
23-09-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მსოფლიოს დასუფთავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოაწყეს.

მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ცდილობენ დასუფთავების აქცია ხშირად ჩაატარონ და გარემოს გაუფრთხილდნენ.

21 სექტემბერი მსოფლიოს დასუფთავების საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიოს 157 ქვეყანაში მასშტაბური დასუფთავების აქციები ეწყობა. ამ კამპანიაში საქართველოც აქტიურადაა ჩართული.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203