დერცელის საჯარო სკოლა სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა
23-09-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის დერცელის საჯარო სკოლა ახალ 2019-2020 სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.
სკოლაში შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, გაკეთდა სკოლის შესასვლელი, ეზოში დაიდგა ბაგირი. ლედ ნათურებით აღიჭურვა სკოლის შესასვლელი, კორიდორი და ყველა კლასი. მოქმედებს მოძრაობის დეტექტორი.
„ახალი სასწავლო წლიდან, ახალი აღჭურვილობით ხალისით შევუდექით სასწავლო პროცესს. ლედ ნათურებით განათებული კლასები სკოლაში შესანიშნავ სასწავლო გარემოს ქმნის“, - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
დერცელის საჯარო სკოლა ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს