ქუთაისის N29 საჯარო სკოლას ესტონეთის ელჩი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ესტუმრნენ
23-09-2019
ქუთაისის N29 საჯარო სკოლას ესტონეთის ელჩი საქართველოში, კაი კაარელსონი და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი ესტუმრნენ.

„ახალი სკოლის მოდელში“ სულ 165 სკოლაა ჩართული. მათ შორისაა ქუთაისის N29 საჯარო სკოლა.

სტუმრები სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ინტერაქტიურ რეჟიმში შეხვდნენ და მოსწავლეების მრავალფეროვან კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

სტუმრები მესამე კლასში გაკვეთილსაც დაესწრნენ, რომელიც ინოვაციური სწავლების მეთოდებით წარიმართა. კერძოდ: გრძელვადიან სამიზნე ცნებებზე ორიენტირებული აქტივობების პროგრამით - ,,ვსწავლობთ თამაშით“, რომელიც მოსწავლეებში დიდი ინტერესითა და პოპულარობით სარგებლობს.

სკოლის სტუმრებმა დადებითად შეაფასეს სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესში „ახალი სკოლის მოდელის“​ ფარგლებით გათვალისწინებული ინოვაციური მიდგომებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა-გამოყენება.

„ახალი სკოლის მოდელში“ განათლების სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მიზანი პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და მოსწავლისათვის 21-ე საუკუნის რეალობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიცემაა. ეს სიახლე ამ ეტაპზე I-IV კლასებს შეეხება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203