ტყემლანის საჯარო სკოლა დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა
23-09-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტყემლანის საჯარო სკოლა დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას - „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო" შეუერთდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დასუფთავების  აქციაში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს წარმომადგენელი და ადგილობრივი მაცხოვრებლები. 

მისივე თქმით, აქციის მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს სოფლის ცენტრში არსებული სკვერი და მისი შემოგარენი. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად  ასევე დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203