აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა ახალ სასწავლო წელს პირველი სტუმრები მიიღო
23-09-2019
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ამრამ“ მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მე-5 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მეხუთეკლასელები ახალ სასწავლო წელს სამოქალაქო განათლების კლუბის პირველი სტუმრები იყვენენ. კლუბ „ამრას“ ხელმძღვანელი V კლასის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო ფარულავაა.
სამოქალაქო განათლების კლუბი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადგომითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით შეიქმნა.
21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მეირ 1981 წელს დაარსდა. დღესასწაულის დაარსების მიზანი მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერებაა.