მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ
24-09-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი აქტიურად დაიწყო. 

სკოლის მოსწავლეები პედაგოგთან ერთად დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუარეს მცენარეებს, დაასუფთავეს გარემო და ჩატარებული სამუშაოებით მნიშვნელოვანი მაგალითი აჩვენეს სხვა მოსწავლეებს.

21 სექტემბერი მსოფლიოს დასუფთავების საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიოს 157 ქვეყანაში მასშტაბური დასუფთავების აქციები ეწყობა. ამ კამპანიაში საქართველოც აქტიურადაა ჩართული.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203