ბორბალოს საჯარო სკოლის მასწავლებელმა მაია დალაქიშვილმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
23-09-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბორბალოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაია დალაქიშვილმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
ბორბალოს საჯარო სკოლა მაია დალაქიშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მასწავლებლები ოთხი კატეგორიის მიხედვით ნაწილდებიან. მასწავლებლის სქემა საშუალებას აძლევთ მათ, კატეგორიაში დაწინაურდნენ და შესაბამისად, გაზრდილი ანაზღაურებაც მიიღონ.