კერძო სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბის წევრები სამეცნიერო პიკნიკზე იმყოფებოდნენ
23-09-2019
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“მკვლევართა კლუბის წევრები ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე იმყოფებოდნენ.

პიკნიკზე საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები იყო წარმოდგენილი.

სამეცნიერო პიკნიკზე კარავები უნივერსიტეტებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, კერძო და საჯარო სკოლებს დაეთმოთ.

სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ჩატარდა.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ 16 სექტემბერს, თბილისში, გაიხსნა და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობა ჩატარდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203