
თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებლის ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ტრანსპლანტაციის თანამედროვე მიღწევებს გაეცნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მოსწავლეებისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საინტერესო სალექციო-პრაქტიკული კურსი ჩატარდა. საშუალო საფეხურის მოსწავლეები გაეცნენ თანამედროვე მედიცინის მიღწევებს ტრანსპლანტაციაში.
აქტივობას ბიოლოგიის მასწავლებელი ლალი ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები