კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა
23-09-2019
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსში“ ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა. ზეიმზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სკოლის დირექტორმა მიმართა, რომელმაც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სპეციალურად მიწვეული მსახიობები, ჯამბაზები, აკრობატები, რომლებმაც სახალისო ნომრების შესრულებით მოსწავლეები ძალიან გაახალისეს. 

ბედნიერმა აღსაზრდელებმა დღე  მხიარულად გაატარეს. მოგვიანებით კი საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ და ჩვეული ენერგიით შეუდგნენ სასწავლო პროცესს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203