ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
23-09-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონცერტი ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად და პატარა გვანცას დასახმარებლად ჩატარდა.
ღონისძიებაში მარადისის, შულავერის N1 სკოლისა და ახალი დიოკნისის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის დირექტორმა, ნათია ფუტკარაძემ ღონისძიებაში მონაწილე ყველა ახალგაზრდას მადლობა გადაუხადა:
„ყველას ვინც იყავით ჩართულები და ესწრებოდით, მადლობას მოგახსენებთ გულისხმიერებისთვის. ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მარნეულელმა მომღერალმა შაბან მამედოვმა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას. ვასწავლოთ მოზარდებს ერთმანეთის მხარდაჭერა და ,,მაშინ მართლა გვეშველება რამე“,-განაცხადა სკოლის დირექტორმა.