„ეტალონსა“ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
23-09-2019

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“, მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტების ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა მოაწერეს.

შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 

მხარეებმა მემორანდუმის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს.

დოკუმენტის მიზანს ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება წარმოადგენს, რომლებიც მიმართულია იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში სწავლა-განათლების პოპულარიზაციისკენ და ეფექტური, თანამედროვე განათლების მიღების ხელშეწყობაზე. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესში მოსწავლე-ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების ჩართულობის გაძლიერებისკენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203