გაეცანით ტომაშეთის საჯარო სკოლის ისტორიას
20-09-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის, ტომაშეთის საჯარო სკოლის დირექცია etaloni.ge-ს საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორიის შესახებ მოკლე ინფორმაციას აწვდის: 

„ტომაშეთის საჯარო სკოლა მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთში ზ.დ. 1500 მეტრზე. იგი გაიხსნა გასული საუკუნის 30-იან წლებში. აქედან მოყოლებული დღემდე ამ სკოლამ გაზარდა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციებზე ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას, მათ შორის პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე – ქართული ენათმეცნიერების დამსახურებული აკადემიკოსი. სკოლის ყველაზე მაღალი კონტიგნენტი დაფიქსირდა 1983 წელს, რომელშიც სწავლობდა 96 მოსწავლე, ხოლო წლების შემდეგ დაწყებული მიგრაციული პროცესების მიმდინარეობისას სოფელმა დაიწყო დაცარიელება და ამჟამად სკოლაში სწავლობს 11 მოსწავლე. სკოლას ჰყვავს 6 სერტიფიცირებული პედაგოგი, მათ შორის მათემატიკის პედაგოგი შალვა თავდგირიძე, რომელიც ყოველდღიურად 16 კილომეტს გადის ფეხით იმისათვის რომ შვილებს მისცეს განათლება. სკოლის დირექტორია სერტიფიცირებული პედაგოგი გურამ ფუტკარაძე“,- ნათქვამია დირექციის წერილში

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203