ბორბალოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
20-09-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბორბალოს საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი სასიამოვნოდ დაიწყო.

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გამართა.

სკოლამ დიდი სიხარულით მიიღო პირველკლასელი მოსწავლეები, რომელთაც საზეიმო ვითარებაში კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში შეკრებილ მოსწავლეებს სიტყვით სკოლის დირექტორმაც მიმართა, რომელმაც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.

საჩუქრების მიღების შემდეგ მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ სწავლას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203