„ჩახუტებას საიდუმლო ძალა აქვს“ - ქუთაისის N12 სკოლის მასწავლებელი პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდა
20-09-2019
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგი ეკა მაჩიტაძე ახალი 2019-20 სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდა.
პედაგოგი თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს საკლასო ოთახის კართან დიდი სიხარულით შეხვდა და მისალმების გამამხნევებელ მეთოდს მიმართა.
„კომუნიკაციისთვის და ერთმანეთთან სიახლოვისთვის ჩახუტებას საიდუმლო ძალა აქვს. მოსწავლეებს სითბო სჭირდებათ პირველ დღეს და საერთოდაც პირველი კლასი სითბოთი და სიყვარულით უნდა იყოს სავსე, ამიტომ ამ მეთოდს მივმართე“, - ამბობს ეკა მაჩიტაძე.
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ეკა მაჩიტაძეს ახასიათებენ როგორც განსაკუთრებით თბილს, მოსიყვარულესა და კრეატიულს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს