ორმეთის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
20-09-2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორმეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
სკოლის ეზოში თავმოყრილ საზოგადოებას სიტყვით სკოლის დირექტორმაც მიმართა, რომელმაც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.
არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეები სიხარულით შეეგებნენ მონატრებულ მეგობრებს. გახარებულმა აღსაზრდელებმა სკოლის ეზოში ლექსები თქვეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
მოგვიანებით, მოსწავლეები თავიანთ საყვარელ მასწავლებლებთან ერთად საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ და სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში შეუდგნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს