ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ზეიმით დაიწყო
23-09-2019
ქუთაისის N12 საჯარო სკოლა ახალ 2019-20 სასწავლო წელს ზეიმით შეხვდა.

სკოლაში დაბრუნებულმა ბავშვებმა პირველი დღის აღსანიშნავად ღონისძიება გამართეს. მათ პედაგოგებმა მოწესრიგებული სასკოლო გარემო და დეკორატიულად გაფორმებული საკლასო ოთახები დაახვედრეს. პირველი დღის საზეიმო აღნიშვნით ყველა მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი კმაყოფილი დარჩა. 

მოსწავლეები და პედაგოგები ახალ სასწავლო წელს დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით შეუდგნენ.

ქუთაისის N12 საჯარო სკოლა მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს და განსაკუთრებით პირველკლასელებს, მშვიდობიან და წარმატებების მომტან ახალ სასწავლო წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203