ქუთაისის N12 საჯარო სკოლა ახალ 2019-2020 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებებით შეხვდა.
სკოლის გარე და შიდა ფასადისა და გათბობის სისტემის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ ყველა სტრუქტურასა და ადამიანს მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქუთაისის მერს, ბატონ გიორგი ჭიღვარიას, მერის მოადგილეს, ბატონ იუზა უგულავას, ასევე მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყველა თანამშრომელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასა და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, ყურადღებისა და თანადგომისთვის“, - ნათქვამია ქუთაისის N12 საჯარო სკოლის განცხადებაში.
ქუთაისის N12 საჯარო სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყებას ულოცავს და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები