კვირიკეს N2 საჯარო სკოლას ორი სერტიფიცირებული პედაგოგი შეემატა
20-09-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეს N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყო.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სახელმწიფო სიმბოლოებისა და ჰიმნის გაჟღერების შემდეგ სკოლაში შოუ გაიმართა.

მისივე თქმით, სკოლის ეზოში თავმოყრილ სტუმრებს სკოლამ უმასპინძლა. ღონისძიება IX, X, XI კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს, რომლებმაც როლები გაინაწილეს. 

„ახალმა სასწავლო წელმა ფეხბედნიერმა შემოაბიჯა ქობულეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეს N2 საჯარო სკოლაში. შემოგვემატა 2 სერტიფიცირებული მასწავლებელი და 6 მოსწავლე. სიტყვა, ლექსი, სიმღერა, მოსწავლეთა წარმოდგენები სხვადასხვა ღონისძიებაში გამარჯვებით გამოიხატა. იყო ღიმილი, აღტაცება კმაყოფილება ღონისძიების დამთავრების შემდეგ გაიმართა გალა კონცერტი“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203