
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტოლოშის საჯარო სკოლას კიდევ ერთი სერთიფიცირებული მასწავლებელი შეემატა.
ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ზედგინიძემ პადაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ის უკვე უფროსი მასწავლებელია.
ნინო ზედგინიძე I-Xll კლასებს ასწავლის. სკოლა პედაგოგს სტატუსის ამაღლებას ულოცავს და ნაყოფიერ წელს უსურვებს.
არსებული სქემის მიხედვით, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მოიცავს ოთხ კატეგორიას, ახალი სქემის განახლებული სტანდარტებით კი პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი უქმდება და რჩება მხოლოდ სამი, - უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი.
სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, შესაბამისად, იზრდება მასწავლებლის შრომითი ანაზღაურებაც.