შაუმიანის N2 სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს
20-09-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს.
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს სიტყვით სკოლის დირექტორმა მიმართა, რომელმაც მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სკოლის შინაგანაწესი გააცნო. აქვე დირექტორმა პირველი კლასის მოსწავლეებს ტრადიციულად გადასცა კომპიუტერები.
არდადეგებიდან ახალი დაბრუნებული მოსწავლეები მხიარულად შეეგებნენ მონატრებულ კლასელებსა და პედაგოგებს. სკოლის პატარა მოსწავლეები ყვავილებით ხელში მიიჩქაროდნენ მონატრებული მასწავლებლების გასახარებლად.
ღონისძიების შემდეგ მოსწავლეები თავიანთ პედაგოგებთან ერთად საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ და ახალი ენერგიით შეუდგნენ სასწავლო პროცესს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს