ზემო ხვითის საჯარო სკოლამ წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
20-09-2019
გორის მუნიციპალიტეტის ზემო ხვითის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სკოლამ წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
ზეიმზე მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წარმოთქვეს და ქართული ნაციონალური ცეკვები შეასრულეს.
სკოლის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სკოლის დირექტორმაც მიმართა, რომელმაც წარჩინებულ მოსწავლეებს ეს მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.